ზედიზედ მეორედ – კვარაცხელია “ნაპოლის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ქართველი გარემარბი “ნაპოლის” მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ “კვარას” გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის სტატუსიც მიანიჭეს.
ხვიჩამ მარტის თვეში “პარტენოპეის” მაისურით ჯამში 3 მატჩი გამართა, თავი კი ორი გატანილი გოლით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.