“არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან” – ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

“ჩელსის” ლეგენდარულმა მცველმა ჯონ ტერიმ გაიხსენა, თუ რა პრობლემები შეექმნათ ფეხბურთელებს ვილაშ-ბოაშის დანიშვნის დასაწყისშივე.
“გუნდში ვილაშ-ბოაშის მოსვლის შემდეგ ჰონგ-კონგში მოსამზადებელ ტურში გავფრინდით. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ბიზნესკლასით იმგზავრეს, ჩვენ კი – ეკონომით.
პორტუგალიელს სურდა, პირველივე დღიდან დაემტკიცებინა, რომ აქ მთავარი ის იყო და მისთვის სახელები და ავტორიტეტები არ არსებობდა.
იქიდან წამოსვლისას პრეტენზია გამოვთქვი და აღვნიშნე, რომ არსად არ გავფრინდებოდი, სანამ ახალგაზრდა ბიჭები არ
დაბრუნდებიან ეკონომკლასში, ხოლო გუნდის ლიდერები, რომლებმაც ეს კლუბი დღევანდელ სიმაღლეზე მიიყვანეს, ბიზნესკლასში არ დაბრუნდებიან.
მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და მკითხა, რა პრეტენზია მქონდა. საბოლოოდ, ჩემს მიზანს მივაღწიე”, – იხსენებს ტერი Youtub-ზე საიმონ ჯორდანთან საუბრის დროს.
ვილაშ-ბოაში “ჩელსის” 2011/12 წლებში ავარჯიშებდა, მისმა შემცვლელმა რობერტო დი მატეომ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.