ზაპოროჟიეში დემობილიზაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კვირას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის შენობასთან დემობილიზაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო უკრაინელი სამხედროების 40-მდე ნათესავმა და ახლობელმა, რომლებიც მობილიზაციის სამსახურის ხანგრძლივობის დაკანონებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “თანაბარი უფლებები ყველასთვის”, “სამხედროებს აქვთ სიცოცხლის უფლება”, “18 თვე – ეს სრულად გადახდილი ვალია ქვეყნის წინაშე” და “ბიჭებს სჭირდებათ ჩანაცვლება”. შესაბამისი სიტყვები ეწერა იმ პლაკატებზეც, რომლებიც დემონსტრანტებს ეპყრათ ხელთ.
უკრაინის ფრონტებზე მყოფი სამხედროების დემობილიზაციის საკითხი პირდაპირ არის დაკავშრებული დემობილიზაციის შემდგომ ტალღაზე, რომელლის საკანონმდებლო საფუძვლებზეც უკრაინის მთავრობა მუშაობს.
12 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტის ახალი ვერსია უკვე მზად არის და ის მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარედგინება. უმეროვმა თქვა, რომ ახალმა ვერსიამ გაითვალისწინა ვერხოვნი რადის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის სხდომებზე სახალხო დეპუტატებთან შეთანხმებული ყველა წინადადება.
ში მობილიზაციის შედეგად სამხედრო სამსახურში ჩასარიცხი მოქალაქეების რაოდენობა კვლავ შიდა დისკუსიის საგანია.
გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა მ ბრიტანეთის ტელეარხ Channel 4-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ფრონტზე დამატებით ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზების აუცილებლობას.

„ჯერჯერობით ვერ დავინახე საკმარისი რაოდენობის გასაგები დეტალი, რათა ვთქვა, რომ ნახევარი მილიონის მობილიზაციაა საჭირო“, – თქვა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ასეთი პოზიცია არ არის იმასთან დაკავშირებული, რომ მას „ახლა სურს, ვიღაცას მოაწონოს თავი“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ილაპარაკა ფინანსურ მხარეზეც. მისი სიტყვებით, რომლებიც მოჰყავს RBC Ukraine-ს, მობილიზაციის უზრუნველსაყოფად პარტნიორები სახსრებს არ იძლევიან.