ზაზა გოგავა – ქვენ ხედავთ ამომრჩევლის შემართებას, რომლებიც ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს

ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტ, ს გათავისუფლებას და არა შეწყალებას, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკურ პატიმარი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ განაცხადა
მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებას საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ.
„ხალხის გამოხმაურებას ხედავთ, თქვენ ხედავთ შემართებას ჩვენი ამომრჩევლისა, საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც ითხოვენ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ ის იყოს გათავისუფლებული, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“ პრესსამსახურის ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ