ზაზა გოგავა – მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი – მინდა ხაზი გავუსვა გათავისუფლებას და არა, შეწყალებას!

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს . გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის ნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ხაზგასასმელია ის, რომ ითხოვენ კონკრეტულად გათავისუფლებას და არა, შეწყალებას.
„მოგეხსენებათ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და მხარდამჭერებმა დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აქ მინდა ხაზი გავუსვა გათავისუფლებას და არა, შეწყალებას! მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის ნება. ეს ღონისძიება, რომელიც დღეს ტარდება, იქნება პერმანენტული, რათა მიხეილ სააკაშვილს მისცეს უფლება, თავის ამომრჩეველთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

ასევე დაგაინტერესებთ