ზაზა გოგავა – ამ ქვეყანას არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ხელისუფლება ჰყავს

ჩვენ არ ვთხოვთ პრეზიდენტს შეწყალებას, ჩვენ პრეზიდენტისგან ვითხოვთ ს გათავისუფლებას და ამ ყველაფერში განსხვავება არსებობს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაზა გოგავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ზაზა გოგავას თქმით, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ს გარდაცვალების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები მიხეილ სააკაშვილის ბედით და მდგომარეობით უფრო მეტად შეშფოთებული არიან.
„ჩვენ ვითხოვთ გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის არაკანონიერი, პოლიტიკური პატიმარია. იწყალებენ დამნაშავეებს, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე არ არის, ეს ცალსახად უნდა გამოვკვეთოთ. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ვითხოვთ მის განთავისუფლებას. კარგი იქნება თუ საქართველოს პრეზიდენტი ამას გაითვალისწინებს და კარგი იქნება, რომ მე ვხედავდე საქართველოს პრეზიდენტს უმაღლესი დონის შეხვედრებზე, პანელებზე და ის არ იყოს უხერხულობაში, მას ნებისმიერი საქართველოს მეგობარი ქვეყნის, ეს იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, თუ პრემიერ-მინისტრი, თუ პრეზიდენტი, არ უსვამდეს კითხვას და მოთხოვნას, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად დაასრულოს პოლარიზაციის დიდი თემა, რომელიც არსებობს საქართველოში და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება, რომ თანასწორად ჩაერთოს არჩევნებში პარტიასთან ერთად.
დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ის ადამიანი არ არის დამნაშავე. დამნაშავეები ითხოვენ შეწყალებას. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებთ. არ იქნება ერთი ღონისძიება, იქნება პერმანენტული ღონისძიებები. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტად შეშფოთებული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები მიხეილ სააკაშვილის ბედით და მდგომარეობით, ამიტომ გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით, ენის მოჩლექით ლაპარაკს ვერ დავიწყებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი დანაშაული აქვს ამ ქვეყანაში ჩადენილი, მან შექმნა ახალი საქართველო, ამოიყვანა ჭაობიდან ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
მიხეილ სააკაშვილის საკთხის გარდა, ზაზა გოგავა გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადეებსაც გამოეხმაურა.
როგორც ზაზა გოგავამ განაცხადა, პრემიერმა ბრიუსელში „დავარცხნილი სიტყვები“ თქვა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც წესი, „ერთს ამბობენ საზღვარგარეთ, ბრიუსელში, სხვას ამბობენ თბილისში“.
„დაპირებები, დავარცხნილი სიტყვები თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში. მე შემიძლია მას შევახსენო სიტყვები, როდესაც ის პარლამენტში იყო. ის ამბობდა, რომ საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ევროკავშირიდან წაყენებული პირობები, რომ სულ არ აინტერესებთ ევროპა მიანიჭებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, არაფერს არ ნიშნავს კანდიდატის სტატუსი. ამის შემდეგ ამ ადამიანების ფერისცვალებას ვერ დავიჯერებ. უკვე საქართველოშია, მოდი, დაველოდოთ. დაახლოებით, ალბათ, ერთი კვირა არ იქმნება გასული, როდესაც ჩვენ მოვისმენთ მისი ხელისუფლებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და მმართველი პარტიიდან ისევ და ისევ ტალახის სროლას ევროპისკენ. ისინი ერთს ამბობენ საზღვარგარეთ, ბრიუსელში, სხვას ამბობენ თბილისში და სხვას აკეთებენ თბილისში. როდემდე უნდა გვესმოდეს ბრიუსელიდან შეგონება, რომ გაატარეთ რეფორმები, შეასრულეთ 9 პუნქტი და ა.შ. ეს არის ის გადაულახავი ზღუდე, რასაც ივანიშვილის პარტია და ივანიშვილის ხელისუფლება არასდროს არ შეასრულებს იმიტომ, რომ მათთვის აქართველოს მოქალაქე არ არის პრიორიტეტი“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.
ზაზა გოგავა პარლამენტის თავმჯდომარის, ს პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „როდესაც ხელისუფლებას ეძახი პრორუსს? ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ“.
ზაზა გოგავას თქმით, ქვეყანას რადიკალური ხელისუფლება ჰყავს, ხოლო ოპოზიცია დიდი ხანია ასეთი რიტორიკას აღარ იყენებს და მთლიანად საქმის კეთებაზეა გადასული, ხოლო ხელისუფლება კი
„პაპუაშვილის სიტყვები, რომ თუ ჩვენ ვართ პრორუსული ხელისუფლება, მაშინ უნდა ადგეთ, აიღოთ იარაღი და დაგვამხოთ. ეს სწორედ ის რიტორიკაა, რასაც ესენი აღვივებენ ქვეყანაში, სწორედ ისინი არიან პოლარიზაციის გამომწვევები. ისინი დიდი ხანია ასეთ რიტორიკას მოკლებული არიან ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიცია მთლიანად საქმის კეთებაზე გადავიდა, იმ პრობლემების გზების ძებნაზე გადავიდა, რაც აინტერესებს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის სამუშაო ადგილები, ეკონომიკის გაუმჯობესება, მოქალაქეებისთვის უკეთესი კეთილდღეობის შექმნა, უფრო მეტი კი არ მიდიოდეს ემიგრაციაში, ვხედავდეთ, რომ უკან ბრუნდებიან. ამ ყველაფერზე არანაირი პასუხი არ გააჩნიათ, ამიტომაცაა ისევ იარაღის ხსენება, ისევ რადიკალური ოპოზიციის ხსენება. მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ რადიკალური ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას, რომელიც თავის მოქალაქეებს არ უსმენს“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს