: ვიცი, ძალიან პოპულარულია იმის ძახილი, რომ პოლიცია არასდროს გვივარგოდა და რომ გლეხი კაცისთვინ არავინაა. მაგრამ …

„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი, :
ვიცი, ძალიან პოპულარულია იმის ძახილი, რომ პოლიცია არასდროს გვივარგოდა და რომ გლეხი კაცისთვინ არავინაა. მაგრამ მოდი, ცოტა გავავარჯიშოთ ტვინი, სინდისი და #მეხსიერება:
შევარდნაძის პოლიციასთან შედარებით სააკაშვილის პოლიცია იყო არა მხოლოდ უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ევოლუციური ნახტომი სრული განუკითხაობიდან თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტამდე. ძაღლობიდან – პოლიციამდე.
შევარდნაძის დროს დაკავებულების პოლიციის შენობებიდან გადმოყრა, პოლიციისა და კრიმინალების მიერ გამოსასყიდის მისაღებად ადამიანების ერთობლივად გატაცება, შს მინისტრის მიერ ადამიანების საკუთარი ხელით დახვრეტა – იყო რუტინა. მოცემულობა.
2003 წელს სააკაშვილმა მემკვიდრეობად მიიღო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური უკონტროლო ტერიტორია, რომელიც მან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, სამაგალითო რეფორმების გამტარებელ სახელმწიფოდ აქცია.
ივანიშვილმა 2012 წელს ჩაიბარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო, თავიდანვე გვითხრა, რომ მკვლელებს და რეციდივისტებს ციხეებიდან გამოუშვებდა, ეს გამოიწვევდა დანაშაულის ზრდას, მაგრამ ამას გაგებით უნდა მოვკიდებოდით.
ეს ყველაფერი ხდებოდა შესაბამისი რიტორიკული შემზადებისა და “ღირებულებითი” პროპაგანდის ფონზე. გრეჩიხების ჩაკუზულ-ჩაცუცქული გაგება იქცა ქოცის ფაქტობრივ იდეოლოგიად. ვინმეს რომ ცემით მოკლავდა კრიმინალური ჭუჭყი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი იტყოდა, იქნებ მსხვერპლმა შეაგინაო. ეს გახდა მორალური ფონი.
(ჯერ კიდევ წესიერ) პოლიციელს რომ სცემდა კამერების წინ ქოცის ე.წ. პოლიტპატიმარი (რეალურად, კრიმინალი, როგორც მაგალითად, 2013 წლის 8 თებერვალს), მას 100-ლარიან ჯარიმას უწერდნენ და ასე ახალისებდნენ ამ გარყვნილ მენტალობასა და საქციელს.
ივანიშვილის “პრინციპულმა არჩევანმა”, სალომე ზურაბიშვილმა – სანამ ჯერ კიდევ ბორენკას პრინციპული არჩევანი იყო – შეიწყალა 22 წლის პოლიციელის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელი, ასევე – ნაკრობარიგა და პედოფილი. ისეთი შემთხვევაც იყო, როცა პოლიციამ დაკავებული კრიმინალს მიჰგვარა მოსაკლავად.
კრიმინალი და პოლიცია მიზნებითა და ღირებულებებით ისევ ერთი გახდა. ციხისა და კრიმინალის რომანტიზება იქცა ქოცის პოლიტიკური დეენემის ნაწილად. და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ კრიმინალები კონიუნქტურას არ მოაჯდნენ და სისტემის კეთილსინდისიერი ადამიანების წინააღმდეგ გამოყენება არ დაიწყეს.
ამ ყველაფერთან ერთად, რაც ყველაზე უფრო მძიმეა, ივანიშვილის პირობებში პოლიცია იქცა რუსის ნება-სურილის აღმსრულებლად, პუტინის გინებისთვის რომ იჭერს პატრიოტ ქართველებს.
ანუ, რომ შევაჯამოთ:
შევარდნაძის პოლიცია იყო კანონმორჩილი მოქალაქის მტერი. სააკაშვილის პოლიცია იყო უზარმაზარი გაუმჯობესება წინამორბედთან შედარებით. ივანიშვილის პოლიცია კი არსებითად და ღირებულებითად ისევ 90-იანებში დაბრუნებაა, როცა ბევრს ურჩევნია, კრიმინალს შეეგუოს, ვიდრე პოლიციას მიმართოს.
ფაქტები ესაა და თუ სვეცკი ბაბლთან გვინდა პრანჭვა, მაშინ ვიძახოთ, რომ კარგი პოლიცია არასდროს გვყოლია და რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს