ზავი ეკლესიის შუამავლობით – როგორ პასუხობენ სინოდის გავლენიანი წევრის მოწოდებას მხარეები (ვიდეო)

წმინდა სინოდის გავლენიანი ეპისკოპოსი ამბიონიდან “ქართულ ოცნებას” დიალოგის დაწყებას სთავაზობს – მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ამ დაპირისპირებაში ყოფნას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს, ამიტომ შუამავალი ეკლესია უნდა იყოს ერთმანეთთან საუბარი უნდა დაიწყოს.

მეუფე იაკობი, რომელიც ოპოზიციაზე თავდასხმის ინიციატორი თავად იყო, პირველი ტაქტიკას თავად ცვლის, დღეს არავინ გაულანძღავს და ეცადა ამბიონიდან აეხსნა, რომ დაპირისპირება, რომელიც უკვე წლებია გრძელდება, ქვეყანას გადაიყოლებს. წმინდა სინოდის გავლენიანმა ეპისკოპოსმა, ყველა ხელისუფლებას შეახსნა, რომ ქვეყნის ისტორიის წერა არც 2003 და არც 2012 წელს არ დაწყებულა, ამაზე აპელირება არასწორია.

მეუფე იაკობი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარია, უკავშირდება თუ არა მისი შეცვლილი პოზიცია ექს-პრემიერის დაკავებას, ფაქტია “ქართულ ოცნებაში” უფრო მეტი იციან. ამიტომ დღეს მღვდელმთავარს გია ვოლსკიმ ურჩია ბევრი არ ილაპარაკოს.

“ოცნებას”, როგორც მმართველ პარტიას, მეუფე იაკობი მეტს სთხოვს, მათ შორის საქართველოს იზოლაციაში მოქცევის გამო ის ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების გარეშე ქვეყანას უფრო დიდი საფრთხე ემუქრება.

ბოდბელი ეპისკოპოსის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა არადამაჯერებელია მღვდელთმსახურებისთვის, მამა ილია, მამა დოროთე და მამა შიო საპატრიარქომ გულწრფელი კრიტიკის გამო დასაჯა, სწორედ ეს სასულიერო პირები ფიქრობენ, რომ ხალხთან მისასვლელი ყველა შერიგების გზა მოჭრილია და ეს “ოცნებაშიც” და საპატრიარქოშიც ძალიან კარგად იციან.

საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა თუ ხელისუფლების კრიტიკა მეგობრის დაკავების გამო? – ეს ახლა მთავარი კითხვაა, თეოლოგები ფიქრობენ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი მეგობრის დაკავების შემდეგ გაურკვევლობაშია, ამიტომ ცდილობს ორმაგი სტრატეგიით იმოქმედოს.