ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს

ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.
ჩიხელიძის თქმით, ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის, რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს.
„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადებას და სახელმწიფო გადატრიალების ეხება. ოპოზიციური არხები, ოპოზიცია და გამოკითხული პირები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მალავდნენ, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით იყო აღძრული. ახლა კი ირკვევა, რომ ტერორისტული აქტი მზადდებოდა როგორც ს, ასევე ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ რადგან ოპოზიციური მედია დუმს, ეს ნიშნავს რომ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს, ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირი აქვს…..
ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს“, – წერს დავით ჩიხელიძე.
Previous: დღევანდელი ოპოზიცია და მათი პარტიული ტელევიზიები ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები არახალია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა ყველა ნიშნულს სცდება – მოწმენი ვართ გლობალური ტერორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოაღწია

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა

შმაცური ტელევიზიების ისტერიას თუ აკვირდებით, რა დღეში არიან? ლილუაშვილმა სასამართლოში მოგვიგოო – ვერ წარადგინეთ სასამართლოში „უტყუარი მტკიცებულებები“ პროცესი რომ მოგეგოთ ლილუაშვილთან, თუ არ გაწყობდათ? ამანაც სიმბოლური 1 ლარი მოითხოვა! ორივე მხარეს ხომ არ გაწყობდათ?