„ვფიქრობ, აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ლარზე გავლენას ვერ მოახდენს“ – ლაშა პაპაშვილი

“ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ლარზე გავლენას დიდი ალბათობით ვერ მოახდენს,”- ამის შესახებ ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს.
„მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვამტკიცებ, თუმცა, ვფიქრობ რომ არ ექნება, რადგან ზოგადად, ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფუნდამენტები ძლიერია, მზარდია სავალუტო შემოდინებები. ჩვენზე გავლენას უფრო ახდენს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესები.
ამერიკის არჩევნებს გლობალური პოლიტიკური პროცესების ჭრილში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, თუ ტრამპი დაპირებული საკითხების განხორციელებას მალევე დაიწყებს. მთავარია მისი მიდგომა ომთან და მიმდინარე პროცესებთან – ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, ასევე ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შეწყვეტას. ეს ორი მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ამ წუთში ყველაზე ცხელია “-აცხადებს პაპაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ ს ყოველკვირეულ მიმოხილვაში აღნიშნული იყო, რომ მაკროეკონომიკური კუთხით,ს გამარჯვება დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს და ამერიკის არჩევნებს, Fox news-ის მონაცემებით, -ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტად არჩეულმა კანდიდატმა მხარდამჭერებს უკვე მიმართა სიტყვით და მათ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტად არჩევისთვის.
bp.ge