ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს – ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი
ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე სოციალურ ქსელში წერს.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი”, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/tushetis-vizitorta-tsentri_w_h-Lbl85i-300x169.jpeg)