ვოლსკი ბერაიაზე: გამოცდილი კადრია, ოფიცერია, შესანიშნავი ინგლისურით, კარგი განათლებით

ქართული ოცნების დეპუტატი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაიას დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, ბერაია “გამოცდილი კადრია, შესანიშნავი ინგლისურით და კარგი განათლებით”.
“გამოცდილი კადრია, ოფიცერია, შესანიშნავი ინგლისურით, კარგი განათლებით, მათ შორის დასავლური განათლებით. ეს არის ადამიანი, რომელიც არც პროფესიონალიზმით დაიწუნება და რასაკვირველია, ამ სამსახურს განახლება, აქტივიზირება სჭირდება და ამ ცვლილებაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ, საიდანაც ოპოზიციამ შეიძლება რამე სკანდალური გამოადნოს”, – თქვა ვოლსკიმ.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დღეს დაინიშნა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი მ დაზვერვის უფროსის თანამდებობიდან ლაშა ლომიძე გაათავისუფლა.
ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ის ერთ-ერთია 76 დეპუტატიდან, რომელმაც გასულ წელს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.