ვოლოდიმირ ზელენსკი – Patriot-ები საჰაერო თავდაცვის სისტემები მხოლოდ მაშინაა, როცა მოქმედებენ და არა მაშინ, როცა უძრავად დგანან ბაზებში – ახლა ისინი საჭიროა უკრაინელების ხელში

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მხოლოდ მაშინაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, როცა ისინი მოქმედებენ – იცავენ სიცოცხლეს და არა მაშინ, როცა სადმე შესანახ ბაზებზე უძრავად დგანან.
„დემოკრატიულ სამყაროს აქვს ყველა ძალა რუსული ტერორის დასაძლევად. ახლა Patriot-ები საჭიროა უკრაინელების ხელში, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები საჭიროა უკრაინის ცაზე, რუსული რაკეტები და ირანული „შაჰედები“ უნდა დამარცხდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტერორიზმისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ერთად შეიძლება.
“მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს, ვისაც უკვე ესმის ეს, მადლობა ყველას, ვინც ავლენს ლიდერობას უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაში!” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ