ვოლოდიმირ ზელენსკი – შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნების ლიდერები და მთავრობების მეთაურები ყველა კონტინენტიდან

უკრაინის პრეზიდენტ ს და შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამერდს შორის შეთანხმების შესაბამისად, შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში 15-16 ივნისს უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სამიტის ორგანიზება უკრაინული და შვეიცარიული მხარის კოორდინირებული ძალისხმევის შედეგია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნების ლიდერები და მთავრობების მეთაურები ყველა კონტინენტიდან.
„სამიტი იქნება დიალოგის პლატფორმა უკრაინისთვის, გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ყველა მოწვეულმა [სტუმარმა] გამოიჩინა პატივისცემა ამ პრინციპების მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სამიტი ეძღვნება ამ მიზნის მიღწევის ჩარჩოს შემუშავებას მომავალი სამშვიდობო პროცესის სტიმულირების მიზნით.
დარწმუნებული ვარ, ყველა მშვიდობისმოყვარე ქვეყანა დაინტერესებულია სამიტში მონაწილეობით, რადგან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის. საუბარია თითოეული ქვეყნის გლობალურ როლზე, ასევე საერთაშორისო სამართლის მიმართ ნამდვილ პატივისცემაზე და მთელ მსოფლიოში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით,ზოგადი წესები, რომელიც გათვალისწინებულია გაერო-ს წესდებაში, იცავს ყველა ქვეყანას თავდასხმისა და ძალადობისგან.
„ასე რომ, ჩვენი საერთო გლობალური მოვალეობაა, დავიცვათ ისინი რეალური ქმედებებით და არა მხოლოდ სიტყვებით, ეს არის ის, რაც განიხილება შვეიცარიაში, პირველ სამშვიდობო სამიტზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ