ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს

უკრაინის პრეზიდენტის ს განცხადებით, რუსეთთან წინააღმდეგ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს.
„უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მთავარია, საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის რწმენა არ დაკარგოთ და არც ერთი დღე არ დაკარგოთ, როცა უკრაინისთვის შედეგის მოტანა შეგიძლიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა დან რუსი ოკუპანტები უკუაგდეს. ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, მოშჩუნი იყო ბრძოლის ადგილები, უკრაინელების ბრძოლის ადგილები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, სახლებისთვის, სიცოცხლისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას, მათ შორის სამხედროებს.
ზელენსკიმ მიმართვა ჩაწერა ბოროდიანკაში ტარას შევჩენკოს ძეგლის ფონზე, რომელიც ოკუპანტებმა დაცხრილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი