ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრიპოლის თბოელექტროსადგური 4-მა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა – რატომ ვერ გავანადგურეთ? იმიტომ, რომ ნული რაკეტა გვქონდა

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ტრიპოლის თბოელექტროსადგური 4-მა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა, კიდევ 7 რაკეტა კი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
მისი თქმით, უკრაინელებმა თბოელექტროსადგური ვერ დაიცვეს, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც ამ ობიექტს იცავდა, რაკეტები ამოეწურა.
“11 რაკეტა იყო. ჩვენ 7 რაკეტა გავანადგურეთ, ოთხმა რაკეტამ კი – ტრიპოლი. რატომ? იმიტომ, რომ გვქონდა ნული რაკეტა. დაგვიმთავრდა ყველა რაკეტა, რომელიც იცავდა ტრიპოლს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან გაიხსენა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა და მსოფლიო საზოგადოების რეაქცია.
„როდესაც მოკავშირეები ამბობენ, რომ ვერ მოგვცემენ ამა თუ იმ იარაღს, ან ვერ იქნებიან ში ამა თუ იმ ძალით, რადგან მაშინ იქნება აღქმული, რომ უკრაინამ ნატო ომში ჩაითრია, მინდა დაგისვათ შეკითხვა: ნატოშია თუ არა, ისრაელი არ არის ნატოს- ქვეყანა, მაგრამ მოკავშირეებმა, მათ შორის ნატო-ს ქვეყნებმა, აჩვენეს, რომ ისრაელი არ იყო მარტო და ეს არის პასუხი ყველასათვის, ვინც აცხადებს ნებისმიერ კონტინენტზე, რომ უკრაინას დახმარება ძალიან ფრთხილად უნდა აღმოუჩინონ, რათა ნატო-ს ქვეყნები ომში არ ჩაითრიონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.