ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსმა ტერორისტებმა, კვირის განმავლობაში, 700 ბომბი და 190 რაკეტა გამოიყენეს

რუსულმა ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ათასზე მეტი საშუალება გამოიყენეს – რაკეტები, ე.წ. „კამიკაძე“ – დრონები და ავია ბომბები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„კვირის განმავლობაში, რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 190 რაკეტა, 140-მდე „შაჰიდი“ და 700-მდე სხვა მართვადი ბომბი. ამ ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთი კვირა არ ყოფილა, რომ რუსეთს ტერორიზმისგან თავი შეეკავებინოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა პილოტებს, საზენიტო მსროლელებს, მობილურ საცეცხლე ბრიგადას და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემის ოპერატორებს, რომლებიც ს თავდასხმებს ეწინააღმდეგებიან.
“რა თქმა უნდა, ჩვენი საჰაერო ფარი საჭიროებს მნიშვნელოვან გაძლიერებას – ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მაგრამ ახლა მაინც რაკეტების ნაწილი და შაჰიდების უმეტესობა ჩამოგდებულია ჩვენი ჯარისკაცების მიერ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი