ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი არასოდეს გაჩერდება, სანამ ომს არ წააგებს

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ს ლიდერი, არ დაასრულებს ომს, სანამ არ წააგებს მას და არ გაიგებს, რომ ოკუპაციის უფლება არ მისცემენ, ამიტომ, კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება.
„ვიცით რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ისტორია. ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტი, მათ თავიდანვე დაიკავეს და დონბასი – და ჩვენ გვქონდა დოკუმენტები: მინსკის შეთანხმება, ნორმანდიის ფორმატი გერმანიასთან, საფრანგეთთან, რუსეთთან. გვქონდა გაცვლის, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებები – ყველაფერი, რაც ახლა ბევრ ქვეყანას სურს ჩვენგან ომის დასასრულებლად. ის (პუტინი) არასოდეს გაჩერდება, სანამ ამ ომს არ წააგებს. ჩემი სიგნალია: ნუ მოითხოვთ მინსკის შეთანხმებების განმეორებას ჩვენი ტერიტორიის სხვა ნაწილში. არა – არანაირი ახალი გაყინული კონფლიქტები, არ მჯერა მათი და არ ვენდობი“, – აღნიშნა ზელენსკიმ FoxNews-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა და მთელი მსოფლიო არ მისცემს მას უკრაინის ოკუპაციისა და განადგურების შესაძლებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ