პარიზში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდება.
მოგვიანებით, -ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ზელენსკისა და მაკრონის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.
პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 18:00) დაიწყება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი , დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ