ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს და ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება

გერმანიასა და საფრანგეთში 16-17 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს გამართავს“, -აცხადებენ ზელენსკის ოფისში.
მათივე ინფორმაციით, 17 თებერვალს, ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს და მის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. კერძოდ, დაგეგმილია მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრები -ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებსა და ბიზნესმენებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს