ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ აშშ ჩვენს დახმარებას შეწყვეტს, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას მარტო ვერ გაუმკლავდება

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, ამას მხოლოდ ევროპა ვერ გაუმკლავდება, თუმცა თვლის, რომ ეს არ მოხდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ეს მოსაზრება გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში გამოთქვა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, თუ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, შეძლებს თუ არა ევროპა ამ დანაკლისის შევსებას.
“პირველ რიგში, მჯერა, რომ ეს არ მოხდება, რომ მარტო ევროპა არ დარჩება. საკითხი კომპლექსურია. პირველი: ევროპა მარტო ვერ გაუმკლავდება – იმ დონეზე, რომელზეც მხარდაჭერას აქამდე იღებდა – ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. რატომ? იმიტომ, რომ, ალბათ, მთელი ევროპაც რომ გაერთიანდეს, ის შეძლებს საკმარისი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ შეერთებულ შტატებს გავლენა აქვს და როდესაც სიგნალები არ არის ძალიან დადებითი, მათ იგივე გავლენა აქვთ ზოგიერთ ევროპელ ლიდერზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ