ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს – აქ, უკრაინაში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბრიუსელის სამიტზე შეკრებილ ევროკავშირის ლიდერებს მიმართა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.
სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვაზე ისაუბრა, რასაც, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა.
” ეს არის ის, რაც ყოველდღე ხდება ში და რაც ასახავს ჩვენს ამჟამინდელ ძირითად საჭიროებას – საჰაერო თავდაცვის საჭიროებას. აქ, უკრაინაში, ევროპის ჩვენს ნაწილში, სამწუხაროდ, არ გვაქვს თავდაცვის ისეთი დონე, რაც ყველამ ვნახეთ ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღის წინ, როდესაც, მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, თითქმის ყველა რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს. უკრაინის ცა და ჩვენი მეზობლების ცა თანაბარ უსაფრთხოებას იმსახურებენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ამასთან, მან ჩამოთვალა სხვა სამხედრო დახმარება, რომელიც კიევს სჭირდება: “იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ჭურვები არტილერიისთვის. სატრანსპორტო საშუალებები. დრონები. ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ფრონტის შენარჩუნებას.”
”სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ გვინახავს ევროკავშირის მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომლებზეც ასე ბევრს ლაპარაკობდნენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისში ოფიციალურად დაიწყონ.