დღეს შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი დღეს შვეიცარიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, იტყობინება, შეხვდება ადგილობრივი პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიების ლიდერებსა და შვეიცარიის პრეზიდენტს. “ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს”, – წერს Ukrinform-ი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 14 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკიც. ღონისძიებაში 81 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო ჩართული. შეხვედრის დღის წესრიგში იყო უკრაინაში მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტის განხილვა. კერძოდ – რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება, ომის განმეორების თავიდან აცილება და ომის დასრულების დადასტურება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დღეს გაიხსნება და 19 იანვარს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში