ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ

-ის დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკან დახევა მოუწევთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ აშშ-ის მხარდაჭერა არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საჰაერო თავდაცვა, Patriot-ის რაკეტები, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები არ გვექნება. ეს ნიშნავს, რომ უკან დავიხევთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა ნაბიჯებით. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, რათა უკან დახევა არ მოგვიწიოს“, – განაცხადა მ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ს ტერიტორიაზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე ვაშინგტონის რეაქცია პოზიტიური არ იყო.
„ჩვენ საკუთარი დრონები გამოვიყენეთ. ვერავინ გვეტყვის, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. თუ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დასაცავად საჰაერო თავდაცვა არ არის და რუსები მას თავს ესხმიან, ჩემი კითხვაა: რატომ არ შეგვიძლია, რომ მათ ვუპასუხოთ?“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი