ვოლოდიმირ ზელენსკი ავდიივკაში არსებულ სიტუაციაზე – ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება.
„რაც შეეხება სიტუაციას ფრონტის ხაზზე – ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ზელენსკი.
ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ ავდიივკაში არსებულ ვითარებას “რთული, მაგრამ კონტროლირებადი” უწოდა. მისი თქმით, გამოიყო დამატებითი საბრძოლო რესურსი და მომზადდა ახალი პოზიციები და უკრაინული ჯარები „იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ ძალას და საშუალებას მტრის შესაკავებლად“.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, მ განაცხადა, რომ ქალაქი, შესაძლოა, რუსულმა ძალებმა დაიკავონ, რადგან უკრაინელებს საარტილერიო საბრძოლო მასალა უთავდებათ. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებაზე კონგრესის უმოქმედობას „დიდი ფასი“ მოჰყვება და ის, რაც ახლა ავდიივკაში ხდება, შეიძლება ფრონტის სხვა სექტორზეც განმეორდეს.

ასევე დაგაინტერესებთ