ისრაელი რაფაში იმის მიუხედავად შევა, მოხდება თუ არა შეთანხმება მძევლებზე

განახორციელებს ოპერაციას “ჰამასის” წინააღმდეგ, ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაში, მიუხედავად იმისა, მიიღწევა თუ არა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
აღნიშნული განცხადება 30 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ გააკეთა. “მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩვენ შევწყვეტთ ომს მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ, გამორიცხულია” – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საქმე გაუმჯობესდა, მაგრამ ისრაელმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. რიადში გამართულ, სპარსეთის ყურეში თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაზე, ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად, საუკეთესო გზა ცეცხლის შეწყვეტა იქნება.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მყოფი ბლინკენის ყურადღების ცენტრში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევაა, რამაც შეიძლება მძევლების გათავისუფლება და ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა, ან მისი გაზრდა მოიტანოს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა მაც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რათა ღაზაში მიმდინარე თითქმის შვიდთვიან ომში, ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით, პაუზა გამოცხადდეს.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ ვაშინგტონი მზად არის ისრაელელებისთვის და პალესტინელებისთვის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი, მათ შორის პრაქტიკულ ნაბიჯებს, რაც პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენაა მიმართული, რომელიც ისრაელის გვერდით იარსებებს. ვაშინგტონმა ასევე ნათლად გამოხატა, რომ ასეთი სახელმწიფოს მართვაში „ჰამასს“ როლი არ ექნება.