ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მფრინავების F-16-ზე წვრთნების ამსახველი ვიდეო გაავრცელა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ გაავრცელა ვიდეო, რომელზედაც ასახულია, როგორ გადიან უკრაინელი მფრინავებისა და ტექნიკოსების ინტენსიურ წვრთნებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე ში, Skrydstrup-ის საჰაერო ბაზაზე.
„ყველა უკრაინელი ელის იმ დღეს, როდესაც ჩვენს ცაში პირველი F-16 -ები გამოჩნდებიან, რაც გააძლიერებს ჩვენი ქალაქებისა და თემების დაცვას და ჩვენი უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს. ჩვენი პილოტები და პერსონალი აგრძელებენ წვრთნას, მადლობელი ვარ F-16-ების კოალიციის, რომელიც ამ დღეს აახლოებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი F-16-ები უკრაინის ცაზე მიმდინარე წლის ივნისში გამოჩნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ