ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ შეერთებული შტატების სენატორებისთვის დაგეგმილი ონლაინ ბრიფინგი ბოლო მომენტში გააუქმა.
მედიის ინფორმაციით, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ბრიფინგის გადადების მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აღარ აპირებს ბრიფინგზე დასწრებას ბოლო მომენტში წარმოშობილი საკითხის გამო.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დამარცხების დიდი რისკი არსებობს.
ცნობისათვის, ამჟამად -ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან :
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას