ვლადიმირ კარა-მურზას მეუღლე პატიმრების გაცვლისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას მეუღლემ ს ციხეებში მყოფი პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად პატიმრების გაცვლა მოითხოვა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ევგენია კარა-მურზამ ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა.

“როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, აუცილებელია ყველა მეთოდის გამოყენება ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად”, – განაცხადა ევგენია კარა-მურზამ.

42 წლის კარა-მურზას 25 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა, სამშობლოს ღალატის და ში შეჭრილი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ბრალდებებით. ამ ბრალდებებს თავად კარა-მურზა, მისი მხარდამჭერები და უფლებადამცველი ჯგუფები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებენ.

ევგენია კარა-მურზას თქმით, საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ მის ქმარს, არამედ სხვა აქტივისტებსაც, მათ შორის ალექსანდრა სკოჩილენკოს, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინაში ომის პროტესტის გამო და ალექსეი გორინოვს, მოსკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატს, რომელმაც ასევე დაიმსახურა მკაცრი სასჯელი რუსული აგრესიის კრიტიკისთვის.
მანამდე ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ბობ სილიმ გამოცემა „გარდიანს“ განუცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში განიხილა კარა-მურზას გაცვლის შესაძლებლობა. ბრიტანელი პარლამენტარის თქმით, იგი შეშფოთებული იმის გამო, რომ რუსეთის ციხეში მყოფი კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

“თუ პუტინმა შეძლო ნავალნის მოკვლა, ის შეძლებს ყარა-მურზას მოკვლას”, – აღნიშნა ბობ სილიმ და მოუწოდა ბრიტანეთის ხელისუფლებას, განიხილოს ყველა ვარიანტი, მათ შორის “რუს ჯაშუშებში” გაცვლა.

თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამორიცხა ასეთი შესაძლებლობა, რადგან ლონდონში მიაჩნიათ, რომ ასეთი ნაბიჯები სახელმწიფოს მიერ მძევლების აყვანას წაახალისებს.
წერილებში, რომლებიც ს დაღუპვის შემდეგ ბლოგერ იანა იაროვაიას ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა, ვლადიმირ კარა-მურზა ამბობს, რომ შოკირებულია ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის არქტიკის ციხეში სიკვდილის ცნობით და რომ ეჭვგარეშეა ის, რომ ამაზე პუტინი “პირადადაა პასუხისმგებელი”.