ვლადიმერ პუტინი – რუსეთს სპეციალური ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია

რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის, ჯერჯერობით, არ მიუღწევია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„არა, ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაციაა. ეს ეხება ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს დენაციფიკაციაში, პუტინმა უპასუხა :
„უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრება და ცდილობენ შეინარჩუნონ ნაციზმის თეორია და პრაქტიკა“.

ასევე დაგაინტერესებთ