ვლადიმერ პუტინი – დასავლეთის ქმედებები ბირთვული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის

დასავლეთის ქმედებები და განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტის საფრთხეს ქმნის.
„დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია დაარტყას სამიზნეებს მათ ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ნამდვილად ქმნის ბირთვული იარაღის გამოყენებით კონფლიქტისა და ცივილიზაციის განადგურების საფრთხეს. განა ისინი ამას ვერ ხვდებიან?!“ – აღნიშნა პუტინმა ს ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, თუ ნატო ში ჯარებს გაგზავნის, ამას დასავლეთისთვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვება.
„გვახსოვს მათი ბედი, ვისაც ოდესმე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტინგენტი გამოუგზავნია, მაგრამ ახლა შედეგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის