ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ჩრდილოეთ მაკედონიის „ეროვნულ სიამაყეზე“ დარტყმაში ადანაშაულებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ჩრდილოეთ მაკედონიის „ეროვნულ სიამაყეზე“ დარტყმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ორბანმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
უნგრეთის პრემიერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩებმა ბრიუსელში შეხვედრისას გადაწყვიტეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მეზობელი ალბანეთისთვის დააჩქარონ, მაგრამ არა ჩრდილოეთ მაკედონიისთვის.
„ის, რასაც ემსახურება (ევროკავშირი) ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ სიამაყეზე დარტყმაა“, – განაცხადა ორბანმა.