“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

მიხეილ მაჭავარიანის შვილი, ,,სართული-ახალი თაობის ძალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვადო მაჭავარიანი ვიდეო-მიმართვაში ამბობს:

,,იმას ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, მთაწმინდაზე, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან.

მე და მამაჩემს (მიხეილ მაჭავარიანს) რომელიც 10 წელია პოლიტიკაში საერთოდ აღარ არის, შეიძლება გვქონდეს რაღაც განსხვავებული აზრები, სხვადასხვა თემაზე, ეს ძალიან ჯანმრთელი და ნორმალურია, მაგრამ რაც მთავარია – ჩემთვის, ოჯახი არის ყველაზე მთავარი სიწმინდე, ყველაზე მნიშვნელოვანი და მისი სახელის და ღირსების შეურაცხყოფას არ გავატარებ, რადგან ჩემ ოჯახში არავის უცხოვრია ისე, რომ მე რაიმე დამხვედროდა წინ, ან რაიმესი შემრცხვენოდა, რადგან ვერაფერს ამბობს პროპაგანდა ჩემს გასაშავებლად, ამბობენ, თითქოს ვარ ნაცი, ოღონდ ის დაავიწყდათ, რომ ნაცები უნდა მოიკითხონ თავისივე პარტიაში, ანუ “ოცნებაში”.

მერაბიშვილის პოლიციელი გეკა გელაძე და ადეიშვილის მოადგილე გივი მიქანაძე რომ დანიშნეს მინისტრებად, ასევე, ძალიან ბევრი ყოფილი “ნაცი” ჰყავთ პარლამენტში.

“ნაცებს” მართლაც ჰქონდათ ძალიან ბევრი შეცდომა და დანაშაული, რომ კი, თუნდაც ახალაიას, მერაბიშვილს და ბევრ სხვას, ჩემი აზრით,  ბოდიში აქვთ მოსახდელი”- ამბობს მოძრაობა “სართული-ახალი თაობის” დამფუძნებელი ვადო მაჭავარიანი ვიდეომიმართვაში.