“ვის ბოსტანში აპირებს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი თალგამის მოყვანას?” – ბელქანია

რეალობა უნდა ითქვას. ილიას უნივერსიტეტის პარალელურად უქმდება ან ეკარგება სახე და მისია #სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი. დევნილი უნივერსიტეტი, რომელსაც სრულიად გაუგებარი ” აგრო პროფილი” იარლიყად მიარტეს. უნივერსიტეტი რომელიც ჩვენთვის აფხაზეთის სიმბოლოა და მისი მისია იმ საზოგადოების შენარჩუნება შექმნა და მომზადებაა ვინც აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს. რეალურად გამოდის რომ აფხაზეთში დაბრუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აღარ არის ჩვენი მიზანი?რა საჭიროა განათლება თუ ის ქვეყნის ერთობას, მთლიანობას განვითარებას არ ემსახურება. ვის ბოსტანში აპირებს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი თალგამის მოყვანას ან ვის სჯერა, რომ აგროქვეყანას თურმე ბაზრის მოთხოვნით აგრონომი ესაჭიროება! რა ხდება ჩვენს თავს და რა ტრიალებს ჩვენს ირგვლივ, სად არიან სოხუმელები, აფხაზეთის საზოგადოება, რას ფიქრობენ ისინი, რას ეტყვიან მომავალ თაობას აფხაზეთისთვის “ბრძოლაში შეტანილ წვლილზე”. პ.ს ბათუმს დაუტოვეს მრავალპროფილური უნივერსიტეტი -სოხუმს კი არ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…