,,ვისაც გგონიათ, რომ ივანიშვილმა უკან დაიხია, ხმაურით გადაყენებული შოთაძის შემობრუნება გაიხსენეთ” – მეგი გოცირიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სტუ და თსუ აღარ გაერთიანდება, ნაცმოძრაობის წევრი, ყოფილი პარლამენტარი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,ვისაც გგონიათ, რომ ივანიშვილმა უკან დაიხია, ხმაურით გადაყენებული შოთაძის შემობრუნება გაიხსენეთ, გახარიას დაწინაურება გაიხსენეთ თვალების დათხრის სანაცვლოდ , ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა, ხმაურის ფონზე გახმობილი და შემობრუნებული რუსული კანონი, კობახიძის გაგდება, კვლავ შემოგდება და საერთოდ, არ დაგავიწყდეთ, რაზეც ახლა გგონიათ , რომ უკან დაიხია, ნებისმიერ დროს შემოაბრუნებს, აი როცა გაუსწორდება მაშინ და რისთვისაც უნდოდა გაერთიანება ანუ დაქცევა, იმას იზამს ზუსტად ისე , როგორც უნდოდა , ოღონდ იმ დროისათვის უკვე ისეთი კანონების სრული დასტა ედება ჯიბეში, რომ პოსტსაც კი ვერ დაწერ, არათუ გარეთ გახვალ , ტროტუარზე დადგები მდუმარედ და ცარიელი ფურცლით ხელში… ძალიან ცოტა დრო გვაქვს მანამ, სანამ უკანონო კანონების შიშით მოგვიწევს იძულებით გადახვეწა ან იძულებით აღიარება , რომ ვაღიარებთ , მხოლოდ იმის გამო, რომ თავი დავაღწიოთ კატორღას ….
პ.ს. არავითარი უკან დახევა ეს არ არის, ეს გახლავთ შურისძიების მოტივით გადადებული დროებითი აქტი! ყოველ გადადებულ შურისძიებაზე უმწვავდება შიზოფრენია და ამიტომ ველოდები ამ დღეებში კიდევ მეტ სიგიჟეებს უდავის მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან რას ველოდები და სელფს , ციხესა და ემიგრაციას გადარჩენილებთან….“

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – ხვალიდან სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის განხორციელება – ერთ-ერთი მთავარი მიზანი რჩება სტუ-ში აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება