ვინ არის ხარება, რა კავშირშია გომელაურთან და რა ხელფასს იღებს ბიუჯეტიდან?

ფოტოკოლაჟი – ტელეკომპანია ფორმულა, რომელიც 2021 წელს აანონსებდა, რომ გომელაური მისი ერთგული მარჯვენა ხელის დაწინაურებას გეგმავს,
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე “ხარება”, ტრადიციისამებრ, გამოჩნდა, როგორც ეს ხდება ყოველ ჯერზე, როცა აქციაა.
ზვიად ხარატიშვილი “ქართული ოცნების“ სადამსჯელო რაზმის მეთაური და ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილი პირია.
9 მარტის ღამეს, ანტირუსული აქციის მონაწილეები მისი მეთაურობით სასტიკად დაარბიეს.
ხარება ფიგურირებს 20 ივნისის გავრილოვის ღამესაც, როცა სპეცრაზმი მშვიდობიან მომიტინგეებს დათვის ტყვიებით გაუსწორდა. ხარაზიშვილი ამ დროს ყველაზე მკაცრად გაწვრთნილ სპეცდანიშნულების დანაყოფს „შავნაბადას“ ხელმძღვანელობდა, სწორედ ეს დანაყოფი იდგა წინა რიგებში, მაშინ როდესაც სპეცრაზმი მომიტინგეებს დამიზნებით ესროდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ხარაზიშვილი ვახტანგ გომელაურის პროტეჟეა და მის უშუალო მფარველობაში იმყოფება. ხარაზიშვილი აფგან მუხთარლის გატაცებასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლში ჩაცხრილვის საქმეშიც მთავარი ფიგურანტია.
როგორც ჩანს, გომელაურმა ხარებას უკანონო დავალებებეის შერულება დაუფასა და სწორედ ამიტომ , 2021 წლის იანვარში დააწინაურა, სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის სტატუსით ხელმძღვანელობდა “ხარება” ს დაკავების სპეცოპერაციას.
იგი ასევე, 2007 წელს დაფუძნებული კომპანია “სარანგის” მეწილეა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეშიც, ერთ-ერთი მანქანა, რომელიც ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მოძრაობდა, რომლის ნომერიცაა WW-558-VV, “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” გადაადგილდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი