ვინ არიან პალესტინელი პატიმრები, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ?

კატარი, რომელიც შუამავალია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში, აცხადებს, რომ ს ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და ბავშვებს 50 მძევლის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელი გაათავისუფლებს 150 პალესტინელს.
BBC-ს Human Rights Watch-მა დაახლოებით 7000 პალესტინელი იმყოფება ისრაელის პატიმრობაში, მათ შორის 200 ქალი და დაახლოებით 60 ბავშვია.
HRW-ს პროგრამის დირექტორის სარი ბაშის თქმით, ზოგიერთი ბავშვი დააკავეს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა, მაგალითად ქვის სროლა.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ისრაელი აქვეყნებს პალესტინელების სიას, რომლებიც გათავისუფლდებიან შეთანხმების საფუძველზე.
სია გამოქვეყნებულია ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე, მოიცავს პირთა სახელებს, ასაკს და დანაშაულს.
საწყის ეტაპზე მხოლოდ 150 პალესტინელის გათავისუფლება იგეგმება.