“ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, წინააღმდეგობაში მოვა პოლიტპატიმრების ოჯახებთან” – ზურაბ ცეცხლაძე

“შეცდომა” და “ღალატი” – ასე ეხმაურებიან ექსპრემიერის განცხადებას თვითმმართველობის ს სამზადისთან დაკავშირებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.
ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე, ტვ პირველთან, ამბობს:
“არავინ არჩევნებს ჯერ ერთი არ მოაგებინებს მათ. საკანონმდებლო ბაზას კარგად შეხედონ, კარგად შეხედონ რა დადგენილება მიიღო ამ ბოლო დროს მაც კი და არჩევნებამდე თუ მივა საქმე, აუცილებლად ისეთ დრაკონულ კანონებს დაამატებენ, რომ არანაირი შანსი არ ექნება ოპოზიციას რომელიმე ქალაქი მოიგოს და რომც მოიგოს არ დაუწერენ უბრალოდ და ისე როგორც გააყალბეს და მოპარეს, ისე გაუკეთებენ და ვერც ვერაფერს დაიცავენ ამ რეჟიმის პირობებში. აქედან გამომდინარე, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აუცილებლად წინააღმდეგობაში მოვა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში