„ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება“ — ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. მან ხაზი გაუსვა ამ მოვლენაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების როლს და ასევე, ახსენა სხვა ხელისუფლებებიც.
„დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს. კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. გილოცავთ და გლოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი“, — ნათქვამია ილია II-ის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს

მიხაილ გალუზინი – თუ არ იქნება მზადყოფნა, რომ კიევის რეჟიმმა შეასრულოს ის შეთანხმებები, რაზეც მისი დასავლელი სპონსორები ჩვენთან შეთანხმდნენ, მაშინ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას