ვიდეო: “მომვარდნენ საუზმის დროს… იმუქრებიან, საქართველოში რომ ჩამოხვალ, მერე იქ ნახეო… “-ლაშა გაბიტაშვილი

ლაშა გაბიტაშვილის საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შესადებ საუბრობს.

“საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ შემეშინდებოდა, სასტუმროში, ჩემს მეუღლესთან ერთად მარტო ვარ. ვიჯექი ჩემთვის და ალბათ, ზარქუას ჩემმა გუშინდელმა ვიდეოებმა და ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის – პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან [ზარქუამ] ვერ მოითმინა და ალბათ, მთელმა საკალათბურთო სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა და მერე ყველამ აიგდო, გამწარებულები და გაგიჟებულები იყვნენ და მომვარდნენ, მაგრამ ველოდი, ეგ ჩვეულებრივი პატარა კაცების ამბავია.

არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს მივყვები მშვიდად, არც ვნერვიულობ, არც არაფერი დამიშავებია. ესენი რუსეთის მოღალატეები… ამათ მინიმუმ ერთი დღე, რომელიც კონცერტზე უნდა გართობილიყვნენ, მთელ ოჯახებს ჩაუშალეს. მომვარდნენ საუზმის დროს და შედეგებს მიიღებენ, რა დარტყმის უნდა მეშინოდეს როდესაც ქვეყანას გვართმევენ…

ის ხალხი, ვინც დაჭერილია, ჩვენს მაგივრად ზის და მე შემთხვევითობით ვარ გარეთ, ამ ქვეყანას მეც არ დავუთმობ და ის ხალხი ვინც ციხეშია, ისიც არ უთმობს. მე რომ თავისუფალი ვარ არ ნიშნავს, რომ ხვალ მანდ არ აღმოვჩნდები, ესენი იმუქრებიან საქართველოში, რომ ჩამოხვალ და მერე იქ ნახეო… ჩამოვალ, რა პრობლემაა, ჩვეულებრივად ვიცხოვრებ. ამათ მალე ბოლო მოეღება ამ თავიანთი საქციელებით, ეს ხომ ბოლო ეტაპია, გამწარებული ოცნებაა, რომელთაც აღარაფერი შეუძლიათ და ასეთ რაღაც სისულელეებს აკეთებენ… პოლიცია გამოვიძახე“, – ამბობს გაბიტაშვილი.

ნახეთ უფრო ვრცლად:

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში