“აი, მსგავსი თავხედობა და უტიფრობა თუ მენახოს რა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ქართული ოცნების დამოკიდებულება ამერიკასა და ზოგადად დასავლეთის მიმართ არის შემდეგი: მოდი, მე გაგინებ დედას, გავაჩაღებ შენს საწინააღმდეგო პროპაგანდას, ვიტყვი რომ თავს მახვევ გარყვნილებას და უზნეობას, ებრძვი ჩემს ტრადიციებს, აფინანსებ სახელმწიფო გადატრიალებას, მივიღებ კანონს, რომელშიაც გათანაბრებული იქნები რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან და ა.შ. მოკლედ ერთი დედას არ მოგიხნავ ოფიციალურად თორემ სხვას არაფერს დაგაკლებ. ამის სანაცვლოდ კი შენ მომეცი მე ბევრი ფული, გამიხსენი გზა შენს ბაზარზე, მაჩუქე უვიზო მიმოსვლა, უზრუნველჰყავი ქვეყნის უსაფრთხოება და აღიარე ჩემი უფლება რამდენი ხანიც მინდა იმდენ ხანს ვიყო ხელისუფლებაში აი, მსგავსი თავხედობა და უტიფრობა თუ მენახოს რა… 😡

ასევე დაგაინტერესებთ