,,ვიბრაციისგან ისედაც ავარიული შენობა ცახცახებს და ბზარები ღრმავდება და ახალი ჩნდება… შიშისაგან შენობა დატოვეს და მანქანაში სხედან” – რას აქვეყნებს თეა გოდოლაძე

,,ვიბრაციისგან ისედაც ავარიული შენობა ცახცახებს და ბზარები ღრმავდება და ახალი ჩნდება… შიშისაგან შენობა დატოვეს და მანქანაში სხედან” – რას აქვეყნებს თეა გოდოლაძე
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ახლა რა ხდება:
შეხვედრიდან ვბრუნდები დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი -ში. გზად შემხვდა დირექტორის მოადგილე, იურისტი ქეთი ქორიძე და ფინანსური მენეჯერი მარიამ მეტრეველი. ვიფიქრე სახლში მიდიან, არაო მიპასუხეს. ჩვენი შენობის გვერდზე ყბადაღებული კორპუსების მშენებლობაა. ვიბრაციისაგან ჩვენი, ისედაც ავარიული შენობა ცახცახებს და ბზარები ღრმავდება და ახალი ჩნდება. შიშისაგან შენობა დატოვეს და მანქანაში სხედან. გეოლოგებმა და სეისმოლოგებმა ვიცით, რომ ჯერ შენობა წესით არ უნდა დაინგრეს და არ ვტოვებთ შენობას. სურათებზე ჩვენი შენობის დაბზარული სინკარებია. მოკლედ, მიწისძვრის დროს შანსი არ გვაქვს, პირველი, სეისმოლოგების შენობა დაეცემა ბრძოლის ველზე. გადარჩენის შანსი არ გვექნება. საქმე გაადვილდება, ჩემი ციხეში ჩაჯენა საჭირო აღარ იქნება 🙂 პირდაპირ საიქიოში წავალ.
უამრავი ხალხი მწერს რა ვქნათო, მშენებლობები სახლს გვიზიანებსო. ერთ ბედ ქვეშ ვართ ხალხო❤️ თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. ჩვენც ვერაფერს გავხდით❤️.”

ასევე დაგაინტერესებთ

მარტა კოსი – პიტერ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესისკენ გზას ხსნის

ჯო უილსონი – „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის უკანონო ქმედებებს – მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს