“ვეხმაურები ნაც ჟურნალისტების შეთხზულ სიცრუეს” – ირაკლი ზარქუას და

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუას და, ნინი ზარქუა, სოციალურ ქსელში, წერს:
მინდა გამოვეხმაურო ნაც ჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ! თუმცა არ მინდა თქვენი მაყურებელი შევიდეს შეცდომაში და ამიტომაც ვხსნი… ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია “ლაგი კაპიტალი”არის გასხვისებული( გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ ზუსტად არც მახსოვს, შემდგომ, ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები!გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეყავთ შეცდომაში! p.s ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით,რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში!

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს