“ვეძებთ სტუდენტს, სავარაუდოდ დაკავებული ჰყავთ და მალავენ” – აქტივისტები

აქტივისტები ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეძებენ გუშინდელი აქციის მონაწილეს, მოძრაობა “ჯიუტის” წევრს – ისაკო დევიძეს. აქტივისტები ვარაუდობენ, რომ ის პოლიციამ დააკავა.
“ვეძებთ ჩვენს სტუდენტს, მოძრაობა ჯიუტის წევრს ისაკო დევიძეს. იურისტები ვერ პოულობენ. სავარაუდოდ დაკავებული ჰყავთ და მალავენ”, – წერს ალიკა კუპრავა.
იგივე შინაარსის პოსტს აქვეყნებს ზვიად მჟავანაძეც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის, გამთენიისასაც რუსთაველის გამზირზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი