“ვერავინ დამარწმუნებს, რომ პატრიარქი ევროპასთან დაახლოებაში ბოროტებას ხედავს და ერს ატყუებს” – საგინაშვილი

დედამიწის ზურგზე ვერავინ დამარწმუნებს, რომ პატრიარქი ევროპასთან დაახლოებაში ბოროტებას ხედავს და ერს საცდურს უქმნის, ატყუებს, თვალთმაქცობს, ვიღაცეებს აამებს და ქვეყანას ფარისევლურად, პომპეზურად ულოცავს, თანაც ისე რომ, ამას ერისა და ხელისუფლების გამარჯვებას უწოდებს; რადიკალები რატომ არ უშვებენ, რომ ისტორიის ამ ეტაპზე ევროპასთან – ხაზგასმით ვამბობ – პოლიტიკურ დაახლოებას – პატრიარქი საჭიროდ და პოზიტიურად მიიჩნევს? რადიკალები არა, უფრო სწორად – ძირითადად რუსეთუმეები გამოირჩევიან აგრესიულობით; რუსეთუმეობა კი ისეთივე მანკიერებაა, როგორც დასავლეთის გაფეტიშება; რუსეთუმეობაც არის დირე, რომელიც მოვლენების ადექვატური აღქმის შესაძლებლობას ახშობს; არ უნდა არავისტი, უნდა იყო მხოლოდ პროქართული, რომ საღად განსჯის უნარი არ დაკარგო და არ გადაიხარო არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ადრეც ვთქვი – ღვთის განგება არაა სწორხაზოვანი; ბიბლიაში, ებრაელი ხალხის ისტორიაში არის აღწერილი, რომ ისტორიის იმ კონკრეტულ ეტაპზე იოსების შუამდგომლობით ებრაელი ერი ეგვიპტეში გადასახლდა და ეს ღვთის განსაკუთრებული განგებით მოხდა; განა ეგვიპტე ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი ერი იყო და ებრაელებს მათთან საერთო ფასეულობები ჰქონდათ? განა ეგვიპტე არ იყო წარმართობის ბუდე, სადაც ჯადოქობა, ქურუმობა და მისნობა ჰყვაოდა? მაგარამ ღმერთის განგებამ ებრაელი ერის ფიზიკურად გადასარჩენად დაუშვა ებრალების ეგვიპტეში შესვლაც და როცა საჭირო გახდა – იქიდან მოსეს ხელით გამოყვანაც, ოღონდ ისტორიის სხვა ეტაპზე. ახლანდელი ბიბლიური კი – საქართველოა; ასე რომ ნუ იქნებით რომის პაპზე მეტი კათოლიკეები, ხოლო თუ ქვეყანა დაუშვებს და გარე ძალების ზეწოლით ეცდება ღვთის საწინააღმდეგო კანონები მიიღოს, ესეც თქვენი ბრალი იქნება, ვისაც პატრიოტიზმი მხოლოდ კლავიატურაზე კაკუნით კუნთების თამაში გგონიათ.

ასევე დაგაინტერესებთ