ვენეციის მცხოვრებლებმა ვიზიტორებისთვის ქალაქში შესვლაზე ერთდღიანი გადასახადის დაწესება გააპროტესტეს

ვენეციის მცხოვრებლებმა ვიზიტორებისთვის ქალაქში შესვლაზე ერთდღიანი გადასახადის დაწესება გააპროტესტეს
ვენეციის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს ვიზიტორებისთვის მოგზაურობის ერთდღიანი გადასახადის წინააღმდეგ, რომელიც ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გადასახადი არ გადაჭრის მათ რეალურ პრობლემებს. ასობით ვენეციელი მსვლელობით გამოვიდა ქალაქში, რომლებსაც ეჭირათ ბანერები წარწერით: „არა – ბილეთებს, დიახ – სერვისებსა და საცხოვრებელს“. მოგვიანებით მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მოხდა ხანმოკლე შეხლა-შემოხლა. დემონსტრაცია საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა პიაცაზე.
ვენეციის ხელისუფლებამ წამოიწყო საპილოტე პროგრამა ერთდღიანი ტურისტებისთვის შესვლის საფასურის, 5 ევროს გადასახადის დაწესებით. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუშლის ვიზიტორების პიკურ დღეებში ჩამოსვლას და ქალაქს უფრო კომფორტულს გახდის მისი მცხოვრებლებისთვის. მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ქალაქში ჩადიან 08:30 საათიდან 16:00 საათამდე. ამ საათების გარდა, წვდომა უფასოა.