„დასავლეთ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცამდე დაშავდა“ – CNN

ს მიერ დასავლეთ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცამდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ალ ქუვეითის საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულების უმეტესობა ბავშვია.
რაფაჰში ახლა მხოლოდ ალ ქუვეითის საავადმყოფო მოქმედებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ნაწილობრივ ახერხებს ფუნქციონირებას.