ველოდებით სამშენებლო კომპანიებს/ფიზიკურ პირებს, რომლებიც პოლონური პროდუქტით არიან დაინტერესებული – გვანცა გრიგალაშვილი

“ექსპო ჯორჯია” უძრავი ქონების კვირეულს მასპინძლობს. სამშენებლო მასალების და უძრავი ქონების 3-დღიანი გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი დღეს გაიხსნა. ორგანიზატორები 3 დღის განმავლობაში სტუმრებს 40 სხვა და სხვა ქვეყნიდან 220-მდე კომპანიას და მათ შეთავაზებებს ახვედრებენ. მათ შორის არიან პოლონური კომპანიები რომლებიც სხვა და სხვა პროდუქტს მათ შორის სამშენებლო ბლოკებს, წყლის მრიცხველებს, მოდურ სახურავებს. ფარდა-ჟალუზებსა და არაერთ სხვა მიმართულების პროდუქტს მოიცავს.
საკითხზე უფრო დეტალურად, BMGTV-ის გადაცემაში „საქმის კურსი“ პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა გვანცა გრიგალაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, პოლონეთის ეროვნულ სტენდს წარმოადგენენ და მწარმოებელი კომპანიები ჰყავთ წარმოდგენილი. როგორც მან განაცხადა, ელოდებიან სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც პოლონური პროდუქტით არიან დაინტერესებული.
„ისეთი კომპანიები გვყავს რომლებიც ჯერ ბაზარზე არ არიან. პოლონეთის ეროვნულ სტენდზე ჯამში 8 კომპანია იღებს მონაწილეობას. რამდენიმე წელია “ექსპო ჯორჯიასთან“ ვთანამშრომლობთ და სამშენებლო გამოფენაზეც ვმონაწილეობთ. 2019 წელს მივიღეთ პირველად მონაწილეობა და მაშინ მხოლოდ 3 კომპანია გვყავდა მონაწილე. 2021-ში კიდევ გავაკეთეთ და კომპანიების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, შარშან 12 კი კომპანია გვყავდა და წელს 8 გვყავს. ეს კომპანიები ფაქტობრივად ყველა სფეროს წარმოადგენენ. ჩვენ პოლონეთის ეროვნულ სტენდს წარმოვადგენთ და მწარმოებელი კომპანიები გვყავს წარმოდგენილი. მაგალითად ფარდა-ჟალუზები ახალი ტექნოლოგიებით არის წარმოდგენილი და ზოგადად კარ-ფანჯრების მიმართულებით პოლონეთი არის გლობალური ლიდერი. ასევე ხის პროდუქციის წარმოების კუთხით არის პოლონეთი ლიდერი და მაგალითად 2022 წელს ევროკავშირის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 31% პოლონეთზე მოდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ