ველი, რომ იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს იწყებს – ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნახევარ საათში პარლამენტის სპიკერის, სა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანის ორმხრივი მოლაპარაკება დაიწყება. მთავარი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.
დღესვე გაიმართება ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. “არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სჭირდება ნატო-ში გაწევრიანება და ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია,” – ამბობენ საპარლამენტო დელეგაციაში.
„შეხვედრა გვექნება გენერალური მდივნის მოადგილესთან. კომისიის შეხვედრაზე მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ნატო-ს წევრ ქვეყნების წარმომადგენლებს, გვქონდეს დისკუსია საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე ნატო-ში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად, არსებულ უსაფრთხოების გარემოზე რეგიონში, საქართველოში. მოველი, რომ იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიაში.
2022 წელს იანვარში ჩემი პირველი ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სწორედ ბრიუსელში, ნატო-ს სათაო ოფისში განხორციელდა ნატო-საქართველოს კომისიაში მონაწილეობის მისაღებად. ეს იყო მანამდე, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მაშინდელ დისკუსიებს გავიხსენებთ და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ, როგორ გაიარა საქართველომ ეს პერიოდი და როგორ შევინარჩუნეთ უსაფრთხოების გარემო იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ნატო-სთვისაც უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის სახით,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს