ვახტანგ ცინცაძე – 2024 წლის იანვარ – აგვისტოში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 641.3 მლნ. . დოლარი შეადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ექსპორტის მაღალი დინამიკა ნარჩუნდება, რის შედეგადაც იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ჯამურად, ექსპორტი 2.4%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4.2 მლრდ . დოლარი შეადგინა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიანიშნებს, რაც დასტურდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით – მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს შეადგენს.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც, ერთი მხრივ, მიმართულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და გაუმჯობესებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა